საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

  • 29 მაისი 10:36

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში ინფექციისგან სულ 576 პაციენტი განიკურნა.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 746 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 12 ადამიანი.