ირმა ხახუტაიშვილი: ბოკუჩავა, რომ ამბობდა, არავის დახმარებიხართო, თავის თავს და მის პარტიას გულისხმობდა?

  • 29 მაისი 00:42

ფეისბუქმომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ დახმარებებზე საუბრობს, რომელიც თავად პანდემიის პერიოდში მიიღო.

იგი ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავას ეხმიანება და ამბობს, რომ ბოკუჩავა ალბათ თავის თავს და თავისივე პარტიას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ არავის დახმარებიხართ პანდემიის პერიოდშიო.


სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს ვიყავი ხაშურის გამგეობაში, რადგან ამერიკაში ყოფნით, დავაგროვეთ თანხა და ვიყიდე 1 ჰა მიწა. მომცეს 140 ლიტრა "სალიარკის" ვაუჩერი და მივეცი მეზობელს, რომელიც ძალიან მშრომელი ადამიანია - ჩემს მიწასაც დაამუშავებს და დანარჩენს თვითონ გამოიყენებს. 22 ივნისს მოდითო და მიიღებთ 185 ლარის კრედიტებსო ( ანუ 185 ლარის ვაუჩერი, და ვიყიდი სოფლის მეურნეობის მაღზიებში რაც მინდა მაგ თნხით) ამასაც გავაჩუქებ. ხვალ 2 საათიდან შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და, წარმოადგინოთ საბუთები (ელემენტარული) და ტექნიკას, სარწყავს. 50% დაგიფინანსებთო, რასაც აირჩევო. რაც აქ ვარ (ეპიდემიის პერიოდი) შუქის, გაზის გადასახადი არ მომსვლია, გარშემო ყველა მეზობელს შევავსებინე, 300 ლარზე კონპესაცია რო აიღონ. ის რამოდენიმე ათასლარიან ხელფასიანი ბოკუჩავა, 1 თეთრით არ დახმარებიხართო რო ამბობდა, ეს ყველაფერი მირაჟია რაც ზემოთ დავწერე თუ თავის თავს გულისხმობდა, არავის რო არ დაეხმარა მისი პარტია ეპიდემიის დროს“?- წერს ფეისბუქმომხმარებელი