ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ

  • primetimenews.ge
  • 28 მაისი 18:50

ნიკოლოზ ბასილაშვილის გახმაურებულ საქმეზე შესაძლოა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.


მიუხედავად ამისა, ჭკადუა არ მალავს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს უკვე ესაუბრა და მხარდჭერა აღუთქვა.


ჩვენი ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში ჯოკოვიჩი მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს 2019 წლის ინციდენტზე, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატზე მოხდა.


ადვოკატი ირმა ჭკადუა არ აკონკრეტებს, თუმცა არ უარყოფს, რომ სასამართლოს ჩვენებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მისცემენ.


„მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ“, – ამბობს ჭკადუა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge