შეუძლია თუ არა COVID-19-ს გულზე ან თირკმელებში გართულება გამოიწვიოს?

  • imedinews.ge
  • 28 მაისი 18:15

იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ახალი კორონავირუსული ინფექციის ფართომასშტაბიანი კვლევა ახლახან დაიწყეს, უკვე ცხადია, რომ COVID-19 ადამიანის ჯანმრთელობაზე გარკვეულ კვალს ტოვებს და ეს შედეგი შეიძლება გრძელვადიანი იყოს.

ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, თუ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდა და ინფიცირებული პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა. საინტერესოა, რა კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები.

დიახ. ახალ კორონავირუსს შეუძლია სასუნთქი გზების, სისხლძარღვების, გულის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები მოიცვას. როგორც ჩანს, ამას, ისევე როგორც ფილტვების არასწორად ფუნქციონირებისას ჟანგბადის ნაკლებობასა და ზოგადად ანთებას, შეუძლია არითმია, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმელის უკმარისობა და სხვა გართულებები გამოწვიოს. ეს ყველაფერი კი გრძელვადიანი შედეგების მომტანია.


პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ ახალ კორონავირუსი კაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge