მერაბ ნინიძის 5 საუკეთესო როლი

  • სხვადასხვა
  • 4 ნოემბერი 18:18

მერაბ ნინიძე ნამდვილად არის ის მსახიობი, რომელმაც მოახერხა და კარიერის განმავლობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, საინტერესო და დასამახსოვრებელი როლები შექმნა. 

1. მონანიება



მონანიებაში შესრულებული თორნიკეს როლით მერაბ ნინიძე სამუდამოდ ჩაიწერა ქართული კინოს ისტორიაში. მსახიობმა ამ როლზე გეგა კობახიძე ჩაანაცვლა.


2. ჩემი ბერნიერი ოჯახი



ნანა ექვთიმიშვილის დრამა ნამდვილად იყო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საინტერესო და წარმატებული ქართული ფილმი. ია შუღლიაშვილისა და მერაბ ნინიძის დუეტმა კი ფილმი სულ სხვა საფეხურზე აიყვანა.


3. იუპიტერის მთვარე



კორნელ მუნდრუცოს ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. უნგრული დრამა დევნილთა ბანაკში მომხდარ უჩვეულო საიდუმლოზე მოგვითხრობს. ფილმი, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამბების ჯაჭვს კრავს, მერაბ ნინიძის პერფორმანსით კიდევ უფრო დასამახსოვრებელი ხდება.


4. არსად აფრიკაში 



ოსკარის მფლობელი ფილმი მერაბ ნინიძის კარიერაში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდა. ნინიძემ უოლტერის როლის შესრულებით მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ გამორჩეული მსახიობია.


5. მაკმაფია



McMafia-ში, რომელიც ეკრანზე 2018 წელს გამოვიდა, ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. სერიალის სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა წარსულისგან თავის დაღწევას ტრაგიკული შემთხვევა არ აცდის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა