მზის სხივები D ვიტამინის მთავარი წყაროა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

  • fortuna.ge
  • 28 მაისი 17:23

კორონავირუსის პანდემიის ხანაში თვითიზოლაცია ანუ მთელი დღის სახლში გატარება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა, აღმოჩნდა რომ მზე ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი და უფრო მეტიც, აუცილებელიც კია.

მეცნიერებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ სუფთა ჰაერი და მზის სხივები D ვიტამინის მთავარი წყაროა.


მაშინ როცა ბევრი ვიტამინის მიღება საკვებისა თუ სასმელის მეშვეობითაა შესაძლებელი,  D ვიტამინს ადამიანის კანი მზის სხივებისგან იღებს. მზის ნაკლებობის შემთხვევაში კი ბუნებრივია სხეულს ბევრი რამე დააკლდება.


და მაინც, რა საჭიროა ამდენი D ვიტამინი?  – გარდა იმისა, რომ ეს ვიტამინი კანს სჭირდება, ორგანიზმისთვისაც აუცილებელია. D ვიტამინი ძვლებს აძლიერებს,  დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს.


გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, მზე განწყობასაც აუმჯობესებს და თან სისხლის წნევასაც არეგულირებს. ეს უკანასკნელი კი გულის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.


ბუნებრივია, მზის სხივების მიღებისას ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ზედმეტ მზეს კანის იმუნური სისტემის დაზიანება შეუძლია. ულტრაიისფერი სხივები ზოგჯერ ძალიან საზიანოა, ამიტომ მზეზე ყოფნისას კანის დასაცავად სპეციალური საშუალებების გამოყენებაა რეკომენდირებული.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge