პირველი ქართული სპორტული ტანსაცმელი

  • სხვადასხვა
  • 4 ნოემბერი 18:19

"რაუნდი" ქართული სტარტაპია, რომელმაც ბაზარზე პირველი ქართული თერმული სპორტული ეკიპირების ხაზი წარადგინა.

სტარტაპი UG Startup Factory-ს აქსელერაციის პროგრამაშია ჩართული, რომლის მეშვეობითაც აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ ინვესტორებთან და გეგმავს წარმოების გაფართოებას.


როგორც სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თოფურიძე თორმეტთან საუბარში ამბობს, იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც მან და მისმა პარტნიორებმა აღმოაჩინეს, რომ  წლებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესი ქართულ საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა, თუმცა ბაზარი გაჩენილ მოთხოვნილებებს ვერ პასუხობდა, რადგან არ არსებობდა სპორტული ეკიპირება.  


"თავიდან ჩვენი ბიზნეს იდეა არარეალურად მიგვაჩნდა, რადგან ურთულესი დასამუშავებელი და შესაქმნელია, მაგალითად თერმული მაისური, თუმცა რვა თვიანი მუშაობის შემდეგ მივედით სასურველ ხარისხამდე. ჩვენი პროდუქცია დატესტილი და გამოცდილია სხვადასხვა სპორტსმენების მიერ", – ამბობს თორმეტთან საუბრისად გიორგი თოფურიძე. 


"რაუნდის" პროდუქცია საქართველოში მზადდება და პირველ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი.


 


სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა