ვინ არიან გიორგი გახარიას ოჯახის წევრები

  • primetimenews.ge
  • 28 მაისი 15:09

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირად ცხოვრებაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

გახარიას მამა ზაურ გახარიაა, წარმოშობით სენაკიდანაა. ის პროფესორი და სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” კოორდინატორია.


დედა მზია ლეჟავა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.


პრემიერ-მინისტრის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.


სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრემიერ გახარიას ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად ვერ შეხვდებით. მისი მეორე ნახევარი ექიმი მარიკა ფანცულაიაა.


37 წლის მარიკა ფანცულაია “ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. გახარია-ფანცულაიას წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ანა ჰყავთ, რომელიც მედიის ობიექტივში პირველად კახა კალაძის ქორწილის შემდეგ მოხვდა.


 


 
სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge