პატრიარქი: მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა

  • primetimenews.ge
  • 28 მაისი 14:11

„ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვისაა ყველაფერი“, – ასე მიმართა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათერდო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებისას.

„ეს არის დღესასწაული როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა.


უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ. ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უნდა უფალთან ვიყოთ.


მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში ან დღეს და მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვისაა ყველაფერი.


ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება,"- აღნიშნა პატრიარქმა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge