ვის ემუქრება ბოდბელი ეპისკოპოსი?

  • primetimenews.ge
  • 28 მაისი 13:22

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან პასუხს მიიღებენ საპასუხოს. საზღვარგარეთაც და აქაც. ეკლესიაზე შეტევა მიდის. სხვა არის კრიტიკა, სხვა არის რამეს რომ დავაშავებთ, თუ ვერ ვხვდები უნდა მიმითითო, თუ ვხვდები, შემდეგ შეგიძლიათ ჩემს ცუდ საქციელზე ილაპარაკოთ.


აღდგომაზე ეკლესიის კლასტერი რომ არ არის, ხალხს გული გაუსკდა, ძალიან ხომ უნდოდათ ყოფილიყო? პოლიტიკოსებსაც ძალიან უნდოდათ ჭკუას გვასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა.


საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან რომ ვიცი და ჭკვიანად უდნა იყვნენ. რაც ეკუთვნით ისე რომ მოვექცე, უბრალოდ გამოვა, რომ პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება, ხალხი სხვანაირად შეხედავს რომ ვთქვა რას აკეთებენ და როგორ იქცევიან. როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ.


ოპოზიციას ვგულისხმობ, მთავრობა რატომ უდნა ვიგულისხმო. მთავრობა ბოლომდე შეეცადა, რომ წირვები არ ჩატარებულიყო, მაგრამ ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო. რომ არ ჩატარებულიყო, ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა, როგორც მოხდა მსოფლიოში“, – აცხადებს მეუფე იაკობი.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge