"35 თანამშრომელი ხელფასის გარეშე დაგვრჩა"

  • primetimenews.ge
  • 28 მაისი 11:16

"35 თანამშრომელი ხელფასის გარეშე დაგვრჩა" - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ესაუბრა.

– თქვენ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ხართ, სადაც დაახლოებით ათამდე სხვადასხვა წრე გაქვთ გახსნილი, ამის გარდა, გამოირჩევით სხვადასხვა აქტივობებით. პანდემიის პირობებში როგორ მოხდა თქვენი გადაწყობა და მორგება?


– პანდემიის პირველი კვირა ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, მოგვიწია ფორსმაჟორში პარიზის პროექტის გადადება, ასევე სხვადასხვა სტუდიებში დასაქმებული 35 თანამშრომელი დაგვრჩა ხელფასების გარეშე.


თუმცა, ემოციური შოკის გასვლის შემდეგ მალევე გავასწორე ფოკუსი და მოვლენებს შევხედე რეალურად.


დავიწყეთ ძიება რა იყო პანდემიის დროს მოთხოვნადი პროდუქტი და რა სჭირდებოდა მომხმარებელს.


ასეთი იყო მრავალჯერადი პირბადე, დისტანციურად სახლებში დავუკვეთეთ ჩვენს თანამშრომლებს პროდუქტი (ვისაც კერვა შეეძლო) და სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს შევთავაზეთ, მოქმედებამ გაამართლა!


კრიზისმა დაგვანახა ახალი შესაძლებლობა და ამავდროულად მე პირადად მაჩვენა არასტანდარტულად ფიქრის საჭიროება.


დამანახა რომ სფერო არ უნდა აქციო ჩაკეტილ წრედ და დამაბრკოლებელ წინაღობად, უბრალოდ მოვლენებს სხვა პერსპექტივიდან სჭირდება ზოგჯერ შეფასება, კრიზისში უნდა ისწავლო თავიდან, აღმოაჩინო და შეხედო სამყაროს ისე როგორადაც ჯერ არ გიცდია, ასე უფრო გაამართლებ შენთან დასაქმებულების იმედს."- განაცხადა პატარიძემ.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge