საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი შესაძლოა უკვე გადატანილი ჰქონდეს

  • pia.ge
  • 27 მაისი 00:08

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სწრაფ ტესეტბზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართელო სწრაფ ტესტებს არა დაავადებულების, არამედ დაავადებაგადატანილების გამოსავლენად იყენებს.

ცერცვაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც 1000 ჯანმრთელ ადამიანს მოიცავდა, ვირუსი გადატანილი 6-დან 10 პროცენტამდე პირს აღმოაჩნდა, რაც არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიუ-იორკის მონაცემებს საგრნობლად ჩამორჩება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნიუ-იორკში უფრო მეტი დაავადებული იყო და შესაბამისად მათ ვირუსი უფრო მეტ პირს გადასდეს.


საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 6-დან 10 პროცენტამდე რიცხვი 222-370 ათას ადამიანს უდრის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულ კორონავირუსით ინფიცირებულოთა რაოდენობას 500-ჯერ აღემატება.


თენგიზ ცერცვაძის თქმით კვლევა დამუშავების ეტაპზეა და ზუსტი რიცხვები ჯერ დადგენილი არ არის. საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი შესაძლოა უკვე გადატანილი ჰქონდეს

სრული ვერსიის ნახვა pia.ge