დასახელდა მიზეზი რის გამოც ბასილაშვილს მისი მეუღლე განქორწინებაზე არ თანხმდებოდა

  • pia.ge
  • 26 მაისი 23:36

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის უფლებების დამცველი, წყვილის განქორწინების პირობებზე საუბრობს.

იურისტის თქმით, ბასილაშვილის ოჯახი ნელი დოროყაშვილთან მივიდა და მას განქორწინების სანაცვლოდ კონკრეტული პირობა წაუყენა - ნეკა ქმართან განშორების შემდეგ 7 წლის განმავლობაში არ უნდა დაქორწინებულიყო.


აბაშიძე ამბობს რომ სწორედ ამ პირობის გამო შეექმნა წყვილს განქორწინებაზე პრობლემები. 


„ნიკოლოზის ოჯახის წევრები ავიდნენ ნელისთან სახლში და მოითხოვეს განქორწინება კონკრეტული პირობით. 7 წლის განმავლობაშ ნელის არ უნდა ექორწინა. მე იმის რაციონალური ახსნა არ მაქვს როდესაც ადამიანები განქორწინდებიან რატომ უნდა შეუზღუდო პირადი ცხოვრება. ეს იყო პირობა, ამ პირობით განქორწინდებოდნენ ისინი, რასაც რა თქმა უნდა არავის დაეთანხმებოდა და სრულიად მოულოდნელად ნიკოლოზის დედას შეაქვს სარჩელი, მას ჰქონდა მინდობილობა და დაიწყო დავა განქორწინებაზე და ბავშვზე“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.


საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის ცემაშია ბრალდებული. სპორტსმენი 22 მაის დააკავეს 2 დღეში კი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge