მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება

  • resonancedaily.com
  • 26 მაისი 22:46

„ტასის" ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით.

„საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულება რუსეთის პროფილური ექსპერტების მიერ, ურთიერთმისაღები პირობებით, ჯერჯერობით, ასევე ვერ ხერხდება. ქართული მხარე ამ დრომდე არ რეაგირებებს ჩვენ ნოტაზე, რომელიც 2019 წლის ივნისში გავგზავნეთ თხოვნით, მოგვცეს აუცილებელი განმარტებები შესაძლო ვიზიტის მოდალურობასთან დაკავშირებით. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას. ჩვენი შეშფოთების საგანია ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რითია დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. ეს ბუნებრივია, შეუძლებელია არ იყოს ჩვენ მიერ გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ესოდენ მგრძნობიარე ასპექტებზე" , - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com