„იძახიან მილიონერია მილიონერი, ნეტაი კი მქონდეს, ან საერთოდ რატომ აწუხებთ მდიდარ ხალხს ადამიანებს“

  • pia.ge
  • 26 მაისი 21:25

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი მედიას, ეკლესიის მიმართ მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებს.

ამასთან სასულიერო პირმა აღნიშნა რომ ჟურნალისტები ბევრ უარყოფით ამბავს აშუქებენ რომელიც საზოგადოებას სტრესში აგდებს.


„სულ ნეგატივი ნეგატივი, ეს მოკვდა, ის მოკვდა. ჩამოტირის ხალხს ცხვირ-პირი. ჯიპები, 25 მილიონი, ეკლესია, ტყე იძახით სულ. კი მარა ამ ქვეყანაში კაი არაფერი ხდება? ვინმე მეცნიერს დაბადების დღე არ აქვს რო მიულოცოთ და კაი სიუჟეტები გააკეთოთ. ეკლესიაში კაი არაფერი მომხდარა? კისერში მაქვს უკვე ამსული ამდენი ლანძღვა გინება. იძახით პანდემიაა, დაკეტეთ ეკლესია - მთავრობა თითს ისე ვერ დაუქნევს ეკლესიას, როგორც ფეხბურთის ფედერაციას,“ - ასე მიმართა მეუფე ანტონმა გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს ინგა გრიგოლიას.


სასულიერო პირმა მედია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, მის ქონების შესახებ არასწორი და გადაუმოწმებელი მასალები გავრცელდა.


„იძახიან მილიონერია მილიონერი, ნეტაი კი მქონდეს, ან საერთოდ რატომ აწუხებთ მდიდარ ხალხს ადამიანებს. 4 ორასი მეტრი მიწა მაქვს გადაუწიეს ერთი ნული და იძახიან 42 ათასი მეტრი აქვსო“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა „ტვ პირველის“ ეთერში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge