„კიდე გვინდა ბიუჯეტის გაზრდა, მთავრობა მოგვიმატებდა მაგრამ მივარდებით მერე მედია და ატეხავთ ერთ ამბავს“

  • pia.ge
  • 26 მაისი 21:21

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მეუფე ანტონის განცხადებით, ეკლესიას ბევრი ხარჯი აქვს და კარგი იქნება თუ ბიუჯეტი საპატრიარქოს კიდევ გაუზრდის დაფინანსებას.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მეუფე ანტონის განცხადებით, ეკლესიას ბევრი ხარჯი აქვს და კარგი იქნება თუ ბიუჯეტი საპატრიარქოს კიდევ გაუზრდის დაფინანსებას.


სასულიერო პირის თქმით, ხარჯებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სასულიერო სასწავლებლების პედაგოგების ანაზღაურებაა. როგორც მეუფე ამბობს დაბალი ხელფასების გამო შესაძლოა სასულიერო სასწავლებლების კადრის შენარჩუნების პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.


„25 მილიონი საპატრიარქოსთვის არც ისე ბევრია, კიდე გვინდა გაზრდა ბიუჯეტის, გვჭირდება, მთავრობა მოგვიმატებდა მაგრამ მივარდებით მერე და ატეხავთ ერთ ამბავს. კი მაგრამ სკოლა რომ მაქვს და კარგ პედაგოგს როგორ გადავუხდი თანხას, მერე ის წავა და სადაც მეტს გადაუხდიან იქ მივა. დოლარი 1,50-ზე რომ იყო ეკლესიაში სანთელი 20 თეთრი ღირდა და ახლა დოლარი 3-ს რომ ასცდა მაინც 20 თეთრი ღირს ამას რატო არ ამბობთ? მედიის ნაწილი ეკლესიის მტერია“, - განაცხადა მეუფე ანტონმა ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge