დასაქორწინებელ პირებთან ერთად, მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი დაიშვება

  • matsne.gov.ge
  • 26 მაისი 19:42

ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.


სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.


ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ამოქმედდება.

სრული ვერსიის ნახვა matsne.gov.ge