მსოფლიო პრესა ბასილაშვილის საქმეზე

  • primetimenews.ge
  • 24 მაისი 23:11

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

ჩოგბურთელის საქმეს დღეს არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიაც აშუქებდა.


„ჩოგბურთის ქართველ ვარსკვლავს ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა france24.


სტატიაში ნათქვამია, რომ ბასილაშვილი 27 ათასი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


ბასილაშვილის საქმეზე წერს Guardian-იც. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობით დაკავებულ და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ბასილაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.


გამოცემა წერს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ჩოგბურთელია.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge