წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

  • primetimenews.ge
  • 24 მაისი 19:46

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ცნობილ ჩოგბურთელს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდეს. მისი პირადი და პროფესიული ცხოვრების შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

ა­სი­ლაშ­ვი­ლი 1992 წლის 23 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 2009 წელს და­ამ­თავ­რა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტოს გრა­ნა­ით­ბე­ის დიდი სკო­ლა.


ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში 6 წლი­სამ, გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო. კარ­გა ხანს მამა – ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ავარ­ჯი­შებ­და.


12 წლი­სა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ვი­ტა­ლი გო­რინ­თან ვარ­ჯი­შობ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 12-14-წლი­ა­ნებ­ში.


ამე­რი­კა­ში ორან­ჯბო­ლის ორი ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭა­ბუკ­თა მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გში 59-ე იყო. 2009 წლი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.


2010 წელს სო­ჭის ვაჟ­თა 10 000-იანი ტურ­ნი­რი მო­ი­გო. მერე ორი წე­ლი­წა­დი ტრავ­მე­ბის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­სად უას­პა­რე­ზია.


2012 წელს ექ­ვსი ტურ­ნი­რი (ყა­ზან­ში, მოს­კოვ­ში, ერე­ვან­ში, თბი­ლის­სა და 2 ან­ტა­ლი­ა­ში) მო­ი­გო, ორ­ჯერ ფი­ნალ­ში ითამაშა.


ATP-ტურის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩოგბურთელთა უქმობის პერიოდში გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სტატისტიკა “ბექჰენდის” სიძლიერის მხრივ და ამ კომპონენტში ყველაზე სწრაფი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ.


რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მან 2013 წელს იქორ­წი­ნა მო­დე­ლზე, ნეკა დო­რო­კაშ­ვი­ლზე. წყვილს ერთი შვილი ჰყავთ.


 


2019 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბასილაშვილის მეუღლე ამბობნდა, რომ უკვე ლუკასი 3 წლისაა და დროა, დაბრუნებოდა მოდელობას.


„ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ.


მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიცუკეთეს პირობებს­ შემომთავაზებს, იმას ავირჩევ.


ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები – ეს არის ჩემი მიმართულება”, – ამბობდა ნეკა.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge