ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

  • primetimenews.ge
  • 24 მაისი 19:43

გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის. ინფორმაცია ძალადობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული, 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას.


„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.


ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge