ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სიყვარულის ისტორია

  • primetimenews.ge
  • 24 მაისი 13:25

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია, მას ბრალად ედება ყოფილ ცოლზე ძალადობა.

ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ წელზე მეტია დაშორებულები არიან. მათ საერთო ვაჟი ლუკასი ჰყავთ.


წყვილის ურთიერთობა 2013 წელს, საერთო მეგობრების წრეში დაიწყო, შემდეგ ნიკამ ნეკას სოციალურ ქსელში მიწერა და ოჯახიც შექმნეს.


დოროყაშვილი ქმართან დაშორების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოტომოდელობა დაიწყო.


ის ნიკასთან დაშორებაზე საუბარს თავს ყოველთვის არიდებდა.


ნეკა დოროყაშვილი სტუდენტობისას „მის უნივერსიტეტის” ტიტულის მფლობელი გახდა, თუმცა მალე გათხოვდა და პოდიუმს ჩამოშორდა.


ბასილაშვილზე დაქორწინების შემდეგ, მან ჯიპაში ჩააბარა და პიარის სპეციალისტია.


როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ნეკა აღნიშნავდა, ქმარზე და ბავშვზე დამხმარეების გარეშე ზრუნდავდა და სადილსაც თავად ამზადებდა.


„პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე­ და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე.


ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით.


ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე.


წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო – აცხადებდა ნეკა ინტერვიუში.


„პრაიმტაიმი” ნეკა დოროყაშვილს დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე საუბარი სთხოვა, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge