სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

  • primetimenews.ge
  • 24 მაისი 13:10

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

შსს-მ ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.


გავრცელებული ცნობით, სპორტსმენმა ყოფილ მეუღლეზე შვილის თანდასწრებით იძალადა.


ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge