ვინ არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდები

  • primetimenews.ge
  • 24 მაისი 12:46

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედაეწერის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

ოთხივე ზუგდიდის პირველი სკოლის კურსდამთავრებულები არიან. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი დამაკმაყოფილებელი – ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა.


რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, ორჟონიას ინფორმაციით, ის გვიან ღამით ქუთაისში გადაიყვანეს. როგორც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


„პაციენტი სტაბილურია, აღენიშნება მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, საოპერაციოა”, – განმარტავენ სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში. გუშინ ზუგდიდში ერთმანეთს მერსედესის ტიპის მსუბუქი ავტომობილი და ფორდის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.


მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge