მარიამ ციციშვილი გარდაიცვალა - „ბოლომდე იმედი მქონდა რომ გადარჩებოდა ...“

  • 24 მაისი 00:43

„ხელოვნების სასახლის“ თანამშრომელი, მეცნიერი მაია ციციშვილი გარდაიცვალა. საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტრი გიორგი კალანდია ციციშვილის ღვაწლსა და დამსახურებებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„იყო არა მარტო დიდი მეცნიერი, არამედ იყო განსაკუთრებული ადამიანი, მასთან ურთიერთობა, საუბარი, მასთან ერთად მუშაობა იყო დიდი ბედნიერება. გამორჩეული ნიჭის, ტაქტისა და მანერების ადამიანი მაია ციციშვილი გარდაიცვალა, ბოლომდე იმედი მქონდა რომ გადარჩებოდა და ამ საშინელ სენს დაეხსნებოდა...


ქართული ხელოვნებათმცოდნეობის წინაშე მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის, კულტურის ისტორიის მუზეუმიც მის წინაშე ბევრ რამეში ვალშია, მან ერთ-ერთმა პირველმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართული თეატრალური მხატვრობა, გვქონდა ბედნიერება ბოლოს, ავადმყოფობამდე რამდენიმე თვით ადრე მასთან ერთად ხელოვნების სასახლეში-მეფე თეიმურაზის პორტრეტზე გვემუშავა, მისი საინტერესო, საჭირო დასკვნები და მიგნებები დღეს უკვე რელიკვიაა! ძალიან ძნელია ამ ადამიანზე წარსულში საუბარი, თუმცა ქალბატონი მაიასთანა ადამიანებისთვის წარსული არ არსებობს, ისინი ხომ მარადისობაში მიდიან“, - წერს კალანდია.