10 ისტორიული პირი, რომლებიც საკუთარ ნათესავებზე დაქორწინდნენ

  • funtime.ge
  • 23 მაისი 20:39

იცოდით, რომ ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე თავის ბიძაშვილზეა გათხოვილი?

 
 

1906 წელს სტრავინსკი, მიუხედავად მართლმადიდებლური ოჯახის წინააღმდეგობისა, საკუთარ ბიძაშვილზე, კატერინა ნოსენკოზე დაქორწინდა. მათ ოჯახში ორი ვაჟი გაჩნდა.


იოჰან სებასტიან ბახი


კომპოზიტორი, 1685-1750


1717 წელს ბახი თვის ბიძაშვილზე მარია ბარბარა ბახზე დაქორწინდა. მათ შვიდი ქალიშვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი ბავშვობაში დაიღუპა. მარია 13-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა.


ტომას ჯეფერსონი


აშშ-ის მესამე პრეზიდენტი, 1743-1826



1772 წელს ჯეფერსონი თავის ბიძაშვილზე (მესამე თაობის ნათესავზე), 23 წლის ქვრივზე მარტა ვეილსი სკეტლონზე დაქორწინდა, რომელმაც პრეზიდენტს ექვსი შვილი გაუჩინა. მარტა 33 წლის ასაკში გარდაიცვალა და ტომას ჯეფერსონი ცხოვრების ბოლომდე ქვრივად დარჩა.



ალბერტ აინშტაინი


ფიზიკოსი, 1879-1955


მეცნიერის მეორე ცოლი მისი ქმარსგაშორებული ბიძაშვილი ელზა პოვენტალი იყო. აინშტაინი ელზას ორი ქალიშვილისთვის საუკეთესო მამა გახლდათ, მაგრამ მათ საერთო შვილები არ ჰყოლიათ.



ჩარლზ დარვინი


ნატურალისტი, 1809-1882


1839 წელს დარვინმა ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ემა ვეჯვუდი, რომელთან ქორწინებამდეც მან შეავსო სია: „თანახმა ვარ“, „წინააღმდეგი ვარ“. დარვინების ათი შვილიდან სანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.



ედგარ ალან პო


მწერალი, 1809-1849


26 წლის ასაკში მწერალი თავის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე დაქორწინდა, რომელიც 13 წლის იყო! ვირჯინია 24 წლისა ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პომ სმა დაიწყო და 40 წლისა ისიც წავიდა ამქვეყნიდან.



ჰერბერტ უელსი


მწერალი, 1966-1946


1891 წელს უელსი ბიძაშვილზე მერი უელსზე დაქორწინდა, რომელიც ოთხი წლის შემდეგ მიატოვა და თავისი სტუდენტი ემი რობინსონი მოიყვანა ცოლად.



ვიქტორია


დიდი ბრიტანეთის დედოფალი, 1819-1901


ახალგაზრდა დედოფალმა თავად სთხოვა ხელი თავის ბიძაშვილს, პრინც ალბერტ საქსონ-კობურგ-გოთს. ნიშნობიდან სულ რაღაც 4 თვეში, 1840 წლის 10 თებერვალს, ქორწილიც გაიმართა. ვიქტორიას ქორწინება წარმატებული აღმოჩნდა: მეუღლეებმა ერთად 20 წელზე მეტხანს იცხოვრეს და 9 შვილი აღზარდეს. 42 წლის მეუღლის ტიფისგან გარდაცვალების შემდეგ კი ვიქტორია ცხოვრების ბოლომდე ტრაურში დარჩა.



ელიზაბეტ მეორე


დიდი ბრიტანეთის დედოფალი, 93 წლის


დიდი ბრიტანეთის მოქმედი დედოფალი და საბერძნეთის პრინცი ფილიპ მაუნტბერტენი მეოთხე თაობის ბიძაშვილები არიან. ელიზაბეტისა და ფილიპის ქორწინება აგერ უკვე 70 წელია გრძელდება, მათ 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავთ.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge