რუსეთში არჩევნებში ხმას დისტანციურად მისცემენ

  • ალია
  • 23 მაისი 20:21

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დისტანციური ხმის მიცემის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

კანონის შესაბამისად, ფედერალურ და ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ცვლილებები რეფერენდუმის ჩატარებასაც ეხება.


კანონის ავტორების განმარტებით, ამის საჭიროება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნა.

წყარო: ალია