რა კავშირშია ადამიანის სიმაღლე ვირუსით ინფიცირების რისკთან 

  • vesti.ru
  • 23 მაისი 17:46

აღმოჩნდა, რომ ინფიცირების რისკზე გავლენას ადამიანის სიმაღლეც ახდენს.  

ჯანმოს რეკომენდაცია, 2 მეტრამდე სოციალური დისტანცია ადამიანებს შორის კი, ყოველთვის უსაფრთხო სულაც არაა.


გამოცემა vesti.ru ექიმი-ინფექციონისტის, გიორგი ვიკულოვის მოსაზრების შესახებ წერს. ვიკულოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორია, აცხადებს, რომ თუკი ადამიანი ახველებს და ხმამაღლა საუბრობს, ვირუსი შესაძლოა 5-6 მეტრზე გავრცელდეს. თუმცა აქვე, მისი განმარტებით, ეს ეხება ყველა რესპირატორულ ინფექციას და არამხოლოდ COVID-19-ს.


ამასთან, ვიკულოვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანი, მით უფრო დაცულია ვირუსის გადადების რისკისგან.


ინფექციონისტის  თქმით, ვირუსი საკმაოდ მძიმეა და ის აუცილებლად ძირს ვარდება და არა „მოფრინავს“ ზევით. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც სხვებზე მაღალია, უფრო მეტი შანსი აქვს, ინფიცირებას გადაურჩეს, - წერს vesti.ru 

სრული ვერსიის ნახვა vesti.ru