აზარტულ თამაშებზე შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა

  • pia.ge
  • 1 ნოემბერი 20:58

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ გაიმართა. 

აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ორგანიზებით ჩატარდა. 

4 პუნქტიანი პეტიცია აქციის მონაწილეებს თავად დოლიძემ გააცნო. 

1. აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტული სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია

2. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიით დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა.

3. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსებას ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ

4. პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ.

აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც ოპერატორ სანდრო ბერაძის ხსოვნას მიეძღვნა.




 

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge