"ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია, არც ერთი შემთხვევა არაა დამალული"

  • ალია
  • 23 მაისი 11:40

"ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია, არც ერთი შემთხვევა არაა დამალული" - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე.

"ჭეშმარიტება ერთია, გვაქვს 728 დადასტურებული შემთხვევა. დამთავრდა. ამას არავითარი კომენტარი არ სჭირდება. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. საუბარს იმაზე, თუ ვის რა აზრი აქვს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია.


სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.


 

წყარო: ალია