არიან თუ არა უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და “ბუღა” პოლიპატიმრები?

  • ალია
  • 23 მაისი 11:10

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია. "დაიჯესტი" გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, არიან თუ არა პოლიტპატიმრები უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და “ბუღა” ?

"– არიან თუ არა პოლიტპატიმრები უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა?


– ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ ისინი ზუსტადაც.


– რატომ?


– იმიტომ რომ ადამიანი უნდა დაიჭირო მაშინ და იმისთვის, როდესაც ის ამას სჩადის და რასაც სჩადის. როდესაც ერთი კომპონენტიც კი დააკლდება, მაგალითად არ დაიჭერ მაშინ, მაგრამ დაიჭერ მერე, თუმცა დაიჭერ იმისათვის, რისთვისაც დასაჭერი იყო – მაინც პოლიტპატიმარია, თუ ადამიანს დაიჭერ მაშინვე, ოღონდ არა იმისთვის, რისთვისაც უნდა დაიჭირო, მაინც პოლიტპატიმარია. მაგალითად, კორლეონე, ვერაფერი რომ დაუმტკიცეს, გადასახადების დამალვისთვის დააკავეს – კორლეონეც კი, ამერიკის საზოგადოების რაღაც ნაწილში იწვევდა თანადგომას, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ის დაეჭირა იმისთვის, რისთვისაც დასაჭერი იყო, ანუ მაფიოზობასთვის.


მახსოვს, კინოს სახლთან იმართება მიტინგი, გია ჭანტურია მართავს მიტინგს, ზვიად გამსახურდიას პერიოდია. მაშინ იყო მხედრიონელი, მეტსახელი ჰქონდა „ბუღა“, და ეს „ბუღა“ დაიჭირა გამსახურდიას ხელისუფლებამ – ჭანტურია ხსნის რატომ არის „ბუღა“ პოლიტიკური პატიმარი და ამბობს – როდესაც იჭერ „ბუღას“, იარაღის უკანონო ტარებისთვის და შენ გარშემო ასეთები ბევრია (დასასახელა იქვე) და ამათ არ იჭერ, მაშინ „ბუღა“ არის პოლიტიკური პატიმარი, შენ გამოარჩიე ის, იმის გამო, რომ შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. აქ საუბარია შერჩევით სამართალთან – და მით უმეტეს, წარმოიდგინეთ, როცა ეს სამართალი, არათუ შერჩევითია, დაგვიანებულიც თუა, მით უმეტეს პოლიტიკური პატიმარი ხდება ეს ადამიანი. უგულავასთან და ოქრუაშვილთან, ორივესთან ან ერთი მომენტი იყო დარღვეული – მაშინ არ დაიჭირეს, როცა უნდა დაეჭირათ და ან მეორე – იმისთვის არ დაიჭირეს, რისთვისაც უნდა დაეჭირათ.


ერთმა მკითხა, სააკაშვილმა რომ დაიჭირა ხალხი, ისინი არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრებიო? მათთანაც იყო პოლიტიკური პატიმრობის რაღაც ნიშნები, ბევრი საერთოდ არ იყო კრიმინალი, მაგრამ ერთი მომენტია, სააკაშვილმა ისინი დაიჭირა, როგორც კი მოვიდა, როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდა – სააკაშვილს რომ დაეჭირა ისინი ერთი და ორი წლის მერე, ხელისუფლებაში მოსვლიდან, აი, იქ უკვე მერე მეტად დადგებოდა პოლიტიკური პატიმრების თემა. კონკრეტული კრიმინალი, რა თქმა უნდა, ჩანს, ყველა ამ დაჭერილის ქმედებაში, მაგრამ დარღვეული იყო ორი მომენტი – დაიჭირეს არა მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ და საშუალება გაუჩნდათ და დაიჭირეს არა იმისთვის, რაც დააშავეს.


 
წყარო: ალია