“შეირგეთ “ოცნების” სიკეთეები…”

  • 23 მაისი 10:22

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მმართველ პარტიაზე პოსტს აქვეყნებს და წერს რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გაგონებაზე ახლა აღარ ეშინია.

"რა გააკეთა შენმა ,,ოცნებამ,, ეს 8 წელი,როცა ამ კითხვას სვამენ,ლამის ტვინში სისხლი ჩამექცეს,სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა , შინაგან საქმეთა მინისტრის გვარის გაგონებაზე არ გზაფრავთ,არ გეშინიათ ,ჩურჩულით არ საუბრობთ,ციხეში ,,წითელ პარასკევს,, არ აწყობენ,წინა რეჟიმის დროს ხალხს პატიმრობის კი არ ეშინოდა ,იმ კარანტინის და სისხლიანი პარასკევის შიში იყო,იმდენი სიხარული მე ,რამდენიც ჩემთან პატიმრის ოჯახის წევრები მოსულან და იქნებ გლდანის ციხის უფროსს იცნობ ,კარანტინი არ გაატარონ ,კორპუსზე აწიონოო, მეხვეწებოდნენ,ხოდა შეირგეთ ეს სიკეთეები და სხვა სიკეთეები კი სამოქალაქო აქტივობით მიიღწევა,უნდა იბრძოლოთ საკუთარი უფლებებისთვის,რამის შეცვლისთვის და არა აქ კლავიატურაზე ლანძღვა გინებით მუშტები იბრაგუნოთ გულზე!ასეთი ლოიალური მთავრობა არასდროს გვეყოლება, დაიმახსოვრეთ!"- წერს ჟურნალისტი.