"ტიკ-ტოკზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად აღარ არიან"

  • 22 მაისი 23:42

"პარასკევი შესანიშნავად დასრულდა. ტიკ-ტოკმა ჩვენება შეცვალა", – ამის შესახებ ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი, ზვიად აძინბაია Facebook-ში წერს.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის არ არიან მათ პლატფორმაზე. დიდი მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა თქვენგანს, ვინც ეს გულთან ახლოს მიიტანეთ.

ცალკე მადლობა Robby Delaware-ს, რომლის დახმარება ინსტრუმენტული იყო ჩემს ინდივიდუალურ ძალისხმევაში. ამით არ მორჩება ყველაფერი.

ტიკ-ტოკი რჩება საეჭვო პლატფორმად. მასზე და სხვა ქსელებზე განვაგრძობთ თვალყურის დევნებას, რომ არავინ შეიტანოს ეჭვი იმ იდეაში, რომ გალში ჯაზს დავუკრავთ“,-წერს აძინბაია.

წყარო