„სანამ ბიძინა არ შემომიტანს, არ შევჭამ მეთქი... მეორე დღეს ფსიქიატრი მომიყვანეს"

  • 22 მაისი 22:45

ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში დაკლებულ კილოგრამებზე საუბრობს.

გადაცემაში "ვანოს შოუ", მან აღნიშნა, რომ საპატიმროში დაახლოებით 20 კგ დაიკლო, რადგან გადაწყვიტა ფორმაში ჩამდგარიყო, თუმცა როცა ციხიდან გამოვიდა და სარკეში საკუთარი თავი მთლიანად დაინახა, მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა.


"ჯერ ერთი, პატარა რაციონებია, მეორეც შეიძლება განწყობაზე არ იყო და დღეში ერთხელ კვებაც საკმარისი იყოს. მოვინდომე, თავიდან ცოტა ეჭვით მიყურებდნენ, მე კი გავეხუმრე, რომ სანამ "კარბუშკა" არ გაიღება და ბიძინა თავის ხელით, საკმაოდ თავაზიანად არ შემომთავაზებს საჭმელი აიღეო, არ შევჭამ მეთქი",- გაიხსენა ოქროაშვილმა.


მისი თქმით, მეორე დღეს ციხეში ფსიქიატრი მიუყვანეს, რაზეც მან აუხსნა, რომ მხოლოდ იხუმრა.