როგორ ვრცელდება კორონავირუსი რესტორანში - ექსპერიმენტი (ვიდეო)

  • 22 მაისი 20:59

იაპონიაში მეცნიერებმა ჩაატარეს ვიდეო-ექსპერიმენტი, რომელშიც 10 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთ მათგანს ხელზე დაასხეს სპეციალური სითხე, რომელიც სიბნელეში ანათებს. სითხე კორონავირუსის შხეფების ფუნქციას ასრულებდა.

"ინფიცირებული" ადამიანი სხვებთან ერთად სავახშმოდ მაგიდასთან 30 წუთის განმავლობაში იჯდა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, როცა რესტორანში შუქი ჩააქრეს, აღმოჩნდა, რომ იგივე სითხე დანარჩენ 9 მონაწილესაც ჰქონდა ხელზე, ხოლო რამდენიმე მათგანს სითხე სახეზეც აღმოაჩნდა.