კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა იწყება

  • 22 მაისი 19:52

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანზე გამოცდის ეტაპზე გადადიან. 

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტში აღნიშნეს, ტესტირება 10 260 პაციენტს ჩაუტარდება.


ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.


ვაქცინის გამოცდის პირველი ფაზა დასრულდა და იმუნიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მეორე ფაზის ფარგლებში ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდება და ასაკოვან მოსახლეობასა და ბავშვებს მოიცავს. მესამე ფაზის ფარგლებში კი იმის შეფასება მოხდება, თუ როგორ მჯუშაობს ვაქცინა 18 წელს გადაცილებულ პირთა ფართო ჯგუფებში.


წყარო