ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ პატრიარქის კურთხევით ხეები დარგეს (ფოტო)

  • 22 მაისი 19:44

ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ” ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეზოში ხეები დარგო.

ღონისძიებაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ლუგარის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს" მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მწვანე სივრცეების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.