,,მადლობა ღმერთს, კორონავირუსი არ მაქვს და იმედია, არც მექნება" - ვლადიმირ პუტინი

  • imedinews.ge
  • 22 მაისი 18:19

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდება. ამის შესახებ მან ტელეარხ Россия 24-ის ეთერში, ექიმებთან ონლაინ-რეჟიმში საუბრისას განაცხადა.

„მადლობა ღმერთს, რომ მე თქვენი პაციენტი არ ვარ. იმედი მაქვს, რომ არც მომავალში ვიქნები“, - განაცხადა პუტინმა ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარ ექიმთან საუბრისას.


12 მაისს კორონავირუსი პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს დაუდგინეს. ის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე მაღალჩინოსანი გახდა. მანამდე კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევს და კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას დაუდასტურდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge