„არ გააძევოთ ვარდისფერი თმის, პირსინგის, ან ტატუს გამო, მიუშვით ღმერთთან…“

  • ალია
  • 21 მაისი 23:26

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

"მიუშვით ახალგაზრდები ღმერთთან. მიუშვით და ხელი არ ჰკრათ.


არ გააძევოთ იმის გამო, რომ თმა ვარდისფერი აქვთ, რომ პირსინგი გაიკეთეს, ან ტატუ… მიუშვით, რადგან ამ ყველაფრით ტაძრამდე მისული თაობა, უფრო გულწრფელად მივა და არა მარტო მივა, დარჩება კიდეც.


ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ მშობლების, ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, იძულებით დადიან, მაგრამ ერთი სული აქვთ, როდის შეწყვეტენ სიარულს.


ღმერთს გულწრფელობა უყვარს, იმად ყოფნა, ვინც ხარ… მას არ სჭირდება ნიღბები და პოზები, მხოლოდ ერთი მხრიდან დანახული…


ის ღმერთი იმიტომ არის, რომ მარტო სახეს არა, გულსაც ხედავს და სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში იხედება. ამ ურთიერთობას ნურავინ დაარღვევს, ნურავინ დაემუქრება…


ღმერთს თავისუფალი ადამიანების ხედვა უყვარს და არა დოგმებში გამოკეტილი  ზომბების. ის ჩვენში შემოქმედებას, ძიებას და სწრაფვას აფასებს.


თავს ნურავის მოახვევთ საკუთარ აზრებს. ყველას თავისი გზა აქვს. ჰოდა, ნუ ჩახერგავთ ამ გზებს ღმერთსა და ადამიანს შორის!.. ”- წერს მამა პეტრე.


 


 
 


 
 
 
 

წყარო: ალია