ვინ არის გუთურში მოკლული ბიჭი

  • ალია
  • 21 მაისი 21:38

მუნიციპალიტეტში 26 წლის ბიჭი, ავთო კალანდაძე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.

მკვლელობა სოფელ გუთურში მოხდა.


ემიგრანტი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში, წერს:


 


“დავმუნჯდი…. მკვლელობა ჩოხატაურში სოფელ გუთურში…
რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ და ისიც არ იკმარეს დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო….


რა უსამართლოა ცხოვრება. თავიდან ვერ ვიაზრებთ რა ხდება, ადგილს ვერ ვპოულობთ. გარშემო ქაოსია. ბრბო გიახლოვდება, ყველას ყურები აქვს ჩამოყრილი, თვალები ჩაწითლებული, თითქოს
ტიროდნენ. გიახლოვდებიან და ხვდები, რომ ეს ჩამქრალი თვალები, აწეწილი თმები აკანკალებული ხმით წარმოთქმული სიტყვები ” ავის მომასწავლებელია.


მეხის გავარდნას ჰგავს ეს ყველაფერი. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო.
თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე 25 წელი… ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას.


ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი… ცრემლი და დიდი ტკივილი უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს.. სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს…


ატირდა მთელი გურია და გუთური…… თავზარდამცემია ეს ყველაფერი.. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ არ გაცადა…. 25 წლისას მოგისპო სიცოცხლე.

წყარო: ალია