“ოპოზიციონერობა იყო ფარსი და ყველა ნაბიჯს დგამდით მიშასთან ერთად”

  • ალია
  • 21 მაისი 20:40

ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძეს წერილს უწერს. ნახეთ რა წერია წერილში.

 

"


“სააკაშვილს, პოლიტიკური ლიდერები არ ყოლია ციხეშიო განაცხადა ნინო ბურჯანაძემ!!!


ქალბატონო ნინო: ნაწილობრივ შეიძლება დაგეთანხმოთ, სააკაშვილი ცდილობდა ფიზიკურად გაენადგურებინა ყველა (მოეკლა) ვინც მის წინააღმდეგ იყო და ის ამას ციხეში, ქუჩაში და კაბინეტშიც ახერხებდა. იმედია გვარების შეხსენება არ გჭირებათ მაგრამ მაინც ჩამოგითვლით: გურამ შარაძე (მოკლული), ბადრი პატარკაციშვილი (მოკლული), სულხან მოლაშვილი (ნაწამები), კობა დავითაშვილი (გატაცებული და ნაცემი ისე, რომ სიცოცხლეს ითვლის დღემდე), ირაკლი ოქრუაშვილი (გათიშული, სულიერად ნაწამები და ქვეყნიდან ძალით გაძევებული), ზურაბ ჟვანია (მოკლული) – ეს რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს, ხოლო ჩვეულებრივ მისი პოლიტიკის წინააღმდეგ ვინც წავიდა, ყველას გვახსოვს რაც შეემთხვათ 26 მაისს, 7 ნოემბერს და ა.შ მ


მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი კარგად გახსოვთ და ეჭვი მაქვს, რომ თქვენი ოპოზიციონერობა იყო ფარსი და ყველა ნაბიჯს დგავდით მიშასთან ერთად, რაც ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს გულის ამრევიც. წერტილი!!!”- წერს ირაკლი ლატარია.


 


 
 

წყარო: ალია