21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 20 მაისი 23:06

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ცვალებადი დღეა. სასიხარულო მოვლენებს უსიამოვნებები ცვლის, ხოლო წარმატებას წარუმატებლობა. ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავების ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება - ამ დღეს მოვლენები თქვენგან დამოუკიდებლად ვითარდება.


კურო


ფინანსური მდგომარეობა არსებითაც უცვლელი რჩება. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თუმცა „იოლი ფული“ ისევე იოლად წავა, როგორც მოვიდა. ამ დღეს მამაკაცები გავლენიანი პირების მხარდაჭერას მიიღებენ. ქალებს კი წარმატება სასიყვარულო საქმეებში ელით. ეს დღე უამრავ სიამოვნებას და სასიხარულო სიურპრიზს გაჩუქებთ.


ტყუპები


ამ დღეს მოსალოდნელია ახალი ენერგიისა და იდეების მოზღვავება, რაც თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. სიყვარულშიც გაგიმართლებთ, თუ უფროსობას არ ეცდებით. ეცადეთ ნებისმიერ საქმეში ოქროს შუალედი დაიჭიროთ. შესაძლოა, სწორედ დღეს შეძლოთ პირადი პრობლემების მოგვარება და ოცნების ასრულება, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ.


კირჩხიბი


გახსოვდეთ, რომ ყველაფერში საჭიროა ზომიერების დაცვა, ამიტომ ეცადეთ, „ოქროს შუალედი“ მოძებნოთ. ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ, რადგან ეს მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ერიდეთ გადაღლას და დღის მეორე ნახევარი მთლიანად დასვენებას დაუთმეთ.


ლომი


ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას და ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებას - ამ დღეს ყველა და ყველაფერი თქვენს წინააღმდეგაა. მოსალოდნელია პრობლემები მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთბაში. ეცადეთ, მიღწეული პოზიცია შეინარჩუნოთ. ამ დღეს ქალებმა ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, მამაკაცებმა კი უწესო თამაშზე უარი თქვან, თორემ მეგობრებს დაკარგავენ.


ქალწული


წინააღმდეგობრივი დღეა. სასიამოვნო და უსიამოვნო მოვლენები ერთმანეთს ცვლიან. გირჩევთ, სინდისთან კომპრომისზე ნუ წახვალთ, თორემ ერთგულ მეგობრებს დაკარგავთ. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ეცადეთ, ყურადღება მთავარზე გაამახვილოთ და წვრილმანი უსიამოვნებები დაივიწყოთ. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს, რომლებსაც სამწუხარო ფინალი ექნებათ.


სასწორი


ამ დღეს წარმატება მხოლოდ მას ელის, ვინც დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარი მოქმედებების დაგეგმვას და განხორციელებას. სწორ გზას ადგახართ და ეცადეთ უცხო ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. საღამოს მოსალოდნელია სტუმრების ან ნთესავების ვიზიტი.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა პროფესიული ზრდისთვის. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი საქმე - ის აუცილებლად წარმატებით დასრულდება. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ ფული მომჭირნედ ხარჯეთ. მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრა ემოციურად გადაგღლით.


მშვილდოსანი


ამ დღეს ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში „ოქროს შუალედი“ მონახოთ - ნებისმიერი უკიდურესობა ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა მკურნალობისთვის არახელსაყრელი დღეა.


თხის რქა


ამ დღეს წარმატება და წარუმატრებლობა ერთმანეთს ცვლის. მოსალოდნელია პრობლემები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში და პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება. ეცადეთ, ამაზე არ ინერვიულოთ, მალე ყველაფერი მოგვარდება. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ეცადეთ, ყურადღება მთავარზე გაამახვილოთ და წვრილმანი უსიამოვნებები დაივიწყოთ.


მერწყული


კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. წარმატება მხოლოდ იმ მერწყულებს ელით, რომლებსაც საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება დამოუკიდებლად შეუძლიათ. კარგი იქნება, თუ საკუთარ გეგმებს ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახავთ და უახლოეს ადამიანებსაც არ გაუმხელთ.


თევზები


ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. ერიდეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას, ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას და ხმაურიან წვეულებებს. გირჩევთ, კვებაში ზომიერება და უფროს ნათესავებთან ურთიერთობის დროს ტაქტი გამოიჩინოთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge