ქალმა თავის ძაღლს გულის არაპირდაპირი მასაჟი ასწავლა

  • mirror.co.uk
  • 23 მაისი 17:37

ახალზელანდიელი ტანია ბატლერის ბოქსიორი პიქსი ადამიანისთვის გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთება მთელი 45 წუთის მანძილზე შეუძლია.

ძაღლი მიჩვეულია, რომ თუკი გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანს დაინახავს, მან 45 წუთის განმავლობაში მასაჟი უნდა აკეთოს. მას შეუძლია მკერდზე სწორი ადგილი მონახოს.


პიქსი ისეთი სიმძლავრით აკეთებს მასაჟს, რომ ტანია იძულებულია გულთან წიგნი დაიდოს, რომ პიქსიმ შემთხვევით რამე არ ატკინოს. ტანიას თქმით, მან ძაღლს ეს უნარი კარანტინის პერიოდში ასწავლა, რათა თუკი სასწრაფომ მოსვლა დააგვიანა, ძაღლს შეეძლოს პატრონის გადარჩენა.



როგორც პიქსის ამაყი პატრონი ამბობს, ბოქსიორს 2-3 15-წუთიანი ლექცია დასჭირდა, რათა მასაჟის კეთებაში დახელოვნებულიყო.


სრული ვერსიის ნახვა mirror.co.uk