მარკეტა გრეგორევა: საქართველოს ევროკავშირის სამეზობლოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ვამაყობ, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ვმუშაობ

  • 19 მაისი 18:33

„საქართველო, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა, ევროკავშირის გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ვამაყობ, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ვმუშაობ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველო  იყო და არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორი და ყოველთვის ადასტურებდა დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი ერთგულებას.


„ასევე, მინდა მივულოცო საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში, რომელიც საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორი და ყოველთვის ადასტურებდა დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი ერთგულებას. და ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო საქართველოს დემოკრატიულ მცდელობებს  ევროკავშირთან უფრო ღრმა პარტნიორობის მისაღწევად“, - განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.