,,იქნებ სასწაული მოხდეს და სამშობლოში ცოცხლები დავბრუნდეთ“ - რას ამბობს ზურა დოიჯაშვილის მეუღლე

  • 19 მაისი 00:27

მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. მომღერალი ისრაელში, კლინიკაში აპარატზეა მიერთებული. xnews.ge ზურას მეუღლის, ქეთი ვადაჭკორიას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ზურას მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

„სამი კვირის წინ გადავიყვანეთ კლინიკაში დიაგნოზით – ფილტვების და ბრონქების ობსტრუქცია. აქვს დიაბეტი, აწუხებს გული. მდგომარეობა გაურთულდა. ზურასთვის საქართველოს გარეშე ცხოვრება ძნელია. არადა, რომ ჩამოვიდეთ საქართველოში, თავშესაფარიც არ გვაქვს“, – ამბობს ქალბატონი ქეთი ინტერვიუში.


ზურა ისრაელში გამგზავრებამდე მამუკა ხაზარაძეს შეხვდა და ბანკში დაბალპროცენტიანი სესხის გაკეთება სთხოვა.


„მამუკამ არ გაუკეთა და ნაწყენი იყო“, – ამბობს ქეთი ვადაჭკორია.