ნამდვილი მამაკაცები ძალიან დიდხანს არ ცოცხლობენ

  • თბილისელები
  • 18 მაისი 16:11

შეიძლება, იფიქროთ, რომ ეს მითია, მაგრამ ნამდვილი მამაკაცები ძალიან დიდხანს არ ცოცხლობენ და ამ ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი. დავიწყოთ სტერეოტიპებით:

ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჭეშმარიტი მამაკაცი უნდა იყოს მამაცი, გამძლე, შეუპოვარი, რომელსაც შესწევს უნარი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს ყველა სუსტი არსება. განსაკუთრებულად იზრუნოს ქალზე, დაიცვას ის. მაგრამ, როგორც კვლევებმა აჩვენა, მამაკაცებს გაცილებით მეტად სჭირდებათ ყურადღება და ზრუნვა, რის გარეშეც ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობენ.

მამაკაცები, რომლებსაც მამაკაცურობა ტრადიციული გაგებით ესმით და მას სისასტიკესთან, რისკთან, საკუთარი თავის რწმენასთან აიგივებენ უფრო ხშირად ირჩევენ მამაკაც ექიმებს. მათთვის მამაკაცი ექიმები მეტად კომპეტენტურები არიან, ვიდრე ქალი ექიმები.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ის მამაკაცები, რომლებმაც მამაკაცურობაში მაღალი ქულები დააგროვეს, საერთოდ არიდებენ თავს ექიმთან ვიზიტს ან არ უყვებიან ექიმს თავის პრობლემებზე. მამაკაცების უმრავლესობას რცხვენია და არ სურს ექიმს დაანახოს თავისი სისუსტე.

სამაგიეროდ, დიდხანს ცოცხლობენ ქალები. ყველა კვლევით მამაკაცები მათზე, საშუალოდ, 5 წლით ნაკლებს ცოცხლობენ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი სტერეოტიპები უარყოფითად აისახება ქალებზეც, კაცი შეიძლება, იყოს „ჭეშმარიტი მამაკაცი“ და ამისთვის სულაც არ არის საჭირო, დამალოს თავისი დაავადებები და სისუსტეები. ანუ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს მამაკაცებს. დავარწმუნოთ, რომ ისინი მაშინაც კი გვიყვარს, როცა საკუთარ თავზე ზრუნავენ. ასე რომ, გაუფრთხილდით მამაკაცებს, ისინი სულაც არ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ერთი შეხედვით ჩანან.

წყარო: თბილისელები