„როცა ყველაფერი დამთავრდება გავიკეთებ ფრჩხილებს, თმას შევიღვებავ და სახლში ძალიან გვიან მივალ“

  • თბილისელები
  • 18 მაისი 12:25

როგორც ყველა თამო ვაშალომიძეც თვითიზოლაციაში იმყოფება, როგორ გაჰყავს დრო კარანტინში მოდელს, რა პრობლემები შექმნა ამ ხნის გამავლოაში და რას გააკეთებს პირველ რგში პამნდემის დასრულებისას - ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


 -  ეს სიტუაცია ომზე უარესია, ყველაფერი დახურულია და სრულიად უმოქმედოდ ხარ. ფსიქოლოგიურადაც დამთრგუნველია. ველოდები იმ დღეს, როცა ვიტყვი: რა მაგარია, ათი საათია და გარეთ ვარ! მე დღის განმავლობაში მაინც ვახერხებ მანქანით გადაადგილებას, მაგრამ სოფია ვერ გამყავს გარეთ – პატარაა, პირბადეს ვერ ვუკეთებ, არ იჩერებს და მოკლედ, სახლში უწევს ყოფნა. ჩემზე ძალიან იმოქმედა აღდგომის დღეებმა, რადგან მანქანით გადაადგილება შეიზღუდა. ყველაზე რთულია ის, რომ ბებია მყავს ავად, რომელიც კახეთშია და მის სანახავად წასვლას ვერ ვახერხებ, არადა მძიმედაა, გონზე არაა, ორი კვირაა, წყალი არ დაულევია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ კარანტინის დროს შემექმნა.


– სახლის პირობებში ახერხებ თავის მოვლას?


– გოგონა მომყავს სახლში, რომელიც თმას მისწორებს, რაც შეეხება ფრჩხილებს, აკრილით ვიკეთებ და არსებული მდგომარეობის გამო ვინც მიკეთებს, სახლიდან ვერ გამოდის. არ გავსუქებულვარ, მხოლოდ ერთი კილო მოვიმატე. სახლში რომ ჩავჯექი, თავიდან მინდოდა, მე გამეკეთებინა სადილი, ვახშამი და ასე შემდეგ, მაგრამ მივხვდი, ოჯახური ცხოვრება – ყოველდღიურად გაზქურასთან დგომა და სადილების მომზადება არის ტვინში დიდი ჩაქცევა (იცინის). ყველა იმ ქალბატონს, ვისაც ჰყავს ბევრი შვილი, მეუღლე, სახლში ყველაფერს თვითონ აკეთებს და ამასთან ერთად, ცდილობს ბედნიერი იყოს – უდიდესი პატივისცემა ჩემგან, ქედს ვიხრი მათ წინაშე. როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში, გავიკეთებ ფრჩხილებს და თმას ქერად შევიღებავ, რადგან ჩემი თმის ფერი არ მომწონს. ეს მაქვს გეგმაში და... სახლში აუცილებლად ძალიან გვიან მივალ (იცინის).


– ვარჯიშს აგრძელებ?


– ცხვირის ოპერაცია რომ გავიკეთე, დატვრთვა, დაახლოებით, ორი თვე არ შეიძლებოდა, მერე ახალი წელი დაემთხვა და ბოლოს კორონას ამბების გამო ვეღარ დავბრუნდი სპორტდარბაზში. სისტემატურად ვეღარ ვვარჯიშობ, თუმცა პრესებს ვაკეთებ და ვცდილობ, გაზიანი არ დავლიო, ბევრი არ ვჭამო. ორგანიზმიც ისე მიეჩვია, რომ ჭამა აღარც მინდება, მგონი, მადა დამიქვეითდა.

წყარო: თბილისელები