როგორ შეგვიძლია საკუთარი ბედის შეცვლა?

  • თბილისელები
  • 18 მაისი 12:03

 ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ადამიანის ბედი წინასწარ სადღაც იწერება და, რაც უნდა მოინდომოს, საკუთარ ბედისწერას ვერავინ შეცვლის, მოსახდენი აუცილებლად მოხდება და შუბლზე დაწერილ ბედისწერას კაცი ვერ ასცდება. 

რაც შეეხება ბედს, მისი შეცვლა არა, მაგრამ კორექცია ხდება. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები და ეს ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება.


ასტროლოგიაში, არსებობს ტერმინი – ინგრამა. ეს არის სიტყვა, გარკვეული ემოციითა და გამიზნულად წარმოთქმული. მას ადამიანის, ეგრეთ წოდებული, ძველი პროგრამის, კოდის, შესაბამისად, ბედისწერის შეცვლა შეუძლია.


ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი შესაძლოა, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას წინ ვერავინ აღუდგება. იმ რელიგიებში, სულის რამდენჯერმე მოსვლას რომ ქადაგებენ, ნათქვამია: შეიძლება, შენი ახლანდელი საქმიანობისა და ქცევის შედეგი სხვა ცხოვრებაში მიიღოო.


ამიტომ, გირჩევთ, თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ადამიანს არ უმართლებდა, უიღბლოს იმიჯი ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, არ ჩაიქნია ხელი და იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია.


პროფესია თქვენი კარმის მიხედვით უნდა აირჩიოთ. ბედისწერა თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, იღბალიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედის შეცვლა-კორექტირებას ვერ ახერხებენ და მოწიფულ ასაკშიც განვითარების იმავე დონეზე რჩებიან, რომელზეც გარდატეხის ასაკში იყვნენ.

წყარო: თბილისელები