დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა შეიკრიბება

  • who.int
  • 18 მაისი 10:01

დღეს, 18 მაისს, ჟენევის დროით 12:00 საათზე ჯანმოს გენერალური ასამბლეის 73-ე სესია დაიწყება. სესიაზე განიხილავენ კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებს და დაგეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს.

ასამბლეაზე, რომელიც წელს ვიდეოფორმატში ჩატარდება, მიწვეულნი არიან ყველა წევრი 194  სახელმწიფოს მინისტრები, დამკვირვებლები, გაეროს სხვა სააგენტოების, სამთავრობოთაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც ოფიციალური ურთიერთობები აქვთ ჯანმოსთან.  


როგორც ჟურნალისტებს ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფადელა შაიბმა განუცხადა, სესია წელს ორ ნაწილად ცატარდება -  დასაწყისისთვის განხილული იქნება კორონავირუსთან ბრძოლა, ხოლო ასამბელის მეორე ნაწილი, რომელიც „ამ წელს მოგვიანებით“ ჩატარდება, დაეთმობა სხვა დაავადებებს და საკითხებს, რომლებიც ყველა წევრი ქვეყნის ერთობლივ გადაწყვეტილებას მოითხოვს.


სესია ორ დღეს გაგრძელდება.


ვრცელი მოხსენებით წარდგება ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანო გებრეიესუსი, რის შემდეგაც დისკუსიაში ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩაერთვება.


ექსპერტები ელოდებიან, რომ სესიაზე განხილული იქნება ყველა ქვეყნის თანაბარი ხელმისაწვდომობა კორონავირუსის ვაქცინასა და სამკურნალო მედიკამენტებზე, რომლებზეც ახლა მიმდინარეობს მუსაობა.


ცნობისათვის: ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა (WHA) წარმოადგენს ჯანმოს უმაღლეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის მხარდაჭრა ხორციელდება ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს მიერ. ასამბლეა იკრიბება ჯანმოს სათავო ოფისში - ჟენევაში ყოველი წლის მაისში. 


 
სრული ვერსიის ნახვა who.int