როგორ იმუშავებენ ხვალიდან სილამაზის სალონები - წესების ჩამონათვალი

  • 17 მაისი 17:10

ხვალიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები იხსნება. დაწესებულია კონკრეტული შეზღუდვები კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით. 

ძირითადი რეკომენდაციები:


სალონში წასვლამდე წინასწარ უნდა ჩაეწეროთ, რადგან რიგები და ადამიანთა თავშეყრა თავიდან იყოს აცილებული;


სამუშაო სივრცეში უნდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა - 5 კვ.მ ფართზე დასაშვებია მხოლოდ 1 მოხმარებელი და 1 მომსახურე პერსონალი. თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია არანაკლებ 2მ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების (მოძრავიკედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომელიც ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციას;


სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმო სკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ);


შესასვლელებში განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით;


იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;


ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭება ბარათს.


მომხმარებლის მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:


მომხმარებელი უნდა გამოცხადდეს მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგის თავიდან ასაცილებლად);


მომხმარებელი არ უნდა გამოცხადდეს მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე.სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;


მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.


შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა(მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.