8 ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი გადავსებულია ტოქსინებით

  • 16 მაისი 20:00

ტოქსინები ყველგან არის - ჰაერში, საკვებში, სასმელებში, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებზე. თუკი ისინი ორგანიზმში დიდი დოით დაგროვდა, შესაძლოა საკმაოდ ბევრი დაავადება გამოიწვიოს. თუმცა ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ ჭკვიანია“ და ყოველთვის გვიგზავნის განგაშის სიგნალებს.

რითი გვატყობინებს ორგანიოზმი, რომ ტოქსინებისგან გაწმენდა სჭირდება:


ყაბზობა



საკვებთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ისეთი მავნე ნივთიერებები აღწევენ, როგორიცაა კონსერვანტები, საღებავები და არომატიზატორები. მათი ნაწლავებში დაგროვება ყაბზობის განვითარებას იწვევს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უფრო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება და ალკოჰოლის შეზღუდვა. ასევე სვი მეტი წყალი ყოველდღიურად.



თავბრუსხვევა



კონცენტრაციის დაკარგვა, მსუბუქი თავბრუსხვევა თუნდაც კარგად გამოძინების შემდეგ - ამის მიზეზი ტოქსინები შეიძლება, იყოს. ტოქსინები ისეთი რეაქციების პროვოცირებას იწვევს, რომლებიც სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს ანადგურებს, რითაც ჩვენი ტვინი ფუნქციონირებს.



ოფლის უსიამოვნო სუნი



თუკი დეოდორანტი ოფლის უსიამოვნო სუნს ვერ ანეიტრალებს, შესაძლოა საქმე ტოქსინებში იყოს. განსაკუთრებით საკვების მონელების დროს, ჩვენი სხეული ოფლთან ერთად უსიამოვნო სუნსაც გამოყოფს.



კუნთებსა და ძვლებში ტკივილის შეგრძნება



თუკი კუნთებსა და ძვლებში ტკივილი გაწუხებთ, თუმცა ბოლო დროს სპორტით ან ფიზიკური აქტივობით არ დაკავებულხართ, ეს შესაძლოა, ტოქსინების ბრალი იყოს.



გამონაყარი



კანი, ფაქტობრივად, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა და მისი დაბინძურება მარტივადაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ხშირად ის კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები, რომლითაც სხეულსა და თმას ვუვლით, მავნე ქიმიკატებითაა სავსე. ამიტომ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ პროდუქტების შემადგენლობას, რითაც თავს ვუვლით.



უძილობა



უძილობა ერთ-ერთია იმ განგაშის სიგნალებიდან, რომელსაც ორგანიზმი ტოქსინების მოჭარბების დროს გამოსცემს. ორგანიზმში დიდი რაოდენობით ტოქსინები სტრესის ჰორმონ, კორტიზოლის მატებას იწვევენ, რაც, თავის მხრივ, უძილობას იწვევს.



პირიდან უსიამოვნო სუნი



განგაშის პირველი სიგნალი პირიდან უსიამოვნო სუნია. ის საკვების ძნელად გადამუშავების ან ტოქსინებისგან ვერგათავისუფლების გამო გამოიყოფა.



თმის ცვენა



თმის ცვენა ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია იმისთვის, რომ ექიმს მიაკითხო. ცხადია, არ ვსაუბრობთ სეზონურ ცვენაზე, რომელიც მალევე რჩება და დაცვენილი თმა აღდგება ხოლმე. თმის ბუდობრივი ცვენის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს: სტრესი, დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება, ტოქსინები - ნუ უგულებელყოფ ამ სიმპტომს და აუცილებლად მიმართე ექიმს.